კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი დათიაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე  მსჯელობა დასრულდა.

პროკურატურა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულისთვის პატიმრობა მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ 1000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და დათიაშვილი პატიმრობაში დატოვა.

"შესაძლოა, ფორმალურად გასაჩივრდეს, მაგრამ როდესაც ღირსეულ ოფიცერს ჩაუდეს ამ ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებები მოწყობილობები, ჩვენთვის ბუნებრივია, გასაგებია, რომ ეს მის  გასანეიტრალებლად იყო განხორციელებული. გიორგი ნასყიდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ბაქარ ლებანიძე -მათ ჩაიდინეს ეს ფალსიფიკაცია, მტკიცებულებების ჩადება", - ამბობს ადვოკატი ვახტაგ იაშვილი.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დათიაშვილის ბინის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, 360 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები ამოიღო.

"გიორგი დათიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სსსკ-ის 236-ე მუხლის I და III ნაწილებით, რაც გულისხმობს საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენასა და შენახვას", - ამბობს საქმის პროკურორი.

გიორგი დათიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. შემდეგი პროცესი საქალაქო სასამართლოში 13 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი