შედის კრიტიკულ, მეოთხე ფაზაში, მეხუთე უფრო მძიმე იქნება - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

თუ კითხვა ისმის რამდენი შეიძლება გაძლოს ადამიანმა? დამოკიდებულია მის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამძლეობაზე - აცხადებს ექიმი, გია (გრიგოლ) ხურციძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

"მთავარ დებატებში" საუბრისას ექიმი ამბობს, რომ შიმშილობის მეოთხე-მეხუთე კვირა კრიტიკულ კვირებად მიიჩნევა:

"შედის კრიტიკულ ფაზაში (მიხეილ სააკაშვილის შემთხევაში), მეოთხე ფაზაში შედის, მეხუთე უფრო მძიმე იქნება და იმის იქით დადასტურებით ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს" - ამბობს ექიმი.

ის დეტალურად საუბრობს როგორია ორგანიზმის რეაქცია ხანგრძლივ შიმშილობაზე და რა შეიცავს ყველაზე დიდ საფრთხეს სიცოცხლისთვის. როგორც ხურციძე ამბობს, განსაკუთრებით სახიფათოა არითმიები:

"იმდენად სახიფათოა, რომ თუ დროზე არ მიეხედა, შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს" - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, პაციენტს ასეთ დროს სჭირდება ხშირი მეთვალყურეობა, დროული სამედიცინო დახმარება და ხარისხიანი ტესტები.

უკვე 23 დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი