კოლუმბიის მთებში 21-ე საუკუნის "პაბლო ესკობარად" წოდებული ნარკობარონი დააკავეს

გამოქვეყნდა:

კოლუმბიის პოლიციამ 21-ე საუკუნის "პაბლო ესკობარად" წოდებული ნარკობარონი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას "aljazeera" ვრცელებს. 

სამართალდამცველების ცნობით, ნარკორეალიზატორი დარიო ანტონიო უსუგა კოლუმბიის მთებში, მის საკუთრებაში არსებულ სამალავში დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ სამალავს ნარკორეალიზატორის ჯგუფი ნარკოტიკების დასამზადებლად იყენებდა.

კოლუმბიის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დარიო ანტონიო უსუგას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 800 000-დოლარიანი ჯილდო დააწესა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი 5 მილიონი.

სპეცოპერაციის დეტალები უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი