გაშლილი კარვები და მწვადი სპორტის სასახლესთან | კალაძემ თბილისობასთან დაკავშირებით პოზიცია ისევ შეიცვალა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, კარვებია გაშლილი და მწვადი იწვება. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ჩანს, კახა კალაძემ პოზიცია ისევ შეცვალა და თბილისობის დღესასწაულის გაუქმება გადაიფიქრა.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერიამ ღონისძიება გააუქმა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხები ბათუმში, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულების ფონდში გადაირიცხებოდა.

მანამდე კი თბილისის მერია თბილისობა 2021-ის ჩატარებას ჯერ საერთოდ არ განიხილავდა, შემდეგ კი დისტანციურ ღორნისძიებას გეგმავდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი