რეჟისორის თანაშემწის მიმართ, რომელმაც ბოლდუინს იარაღი მიაწოდა, საჩივრები წინა წლებშიც არსებობდა - CNN

გამოქვეყნდა:

Rust-ის რეჟისორის თანაშემწის მიმართ საჩივრები წინა წლებშიც არსებობდა - სასამართლო დოკუმენტების თანახმად, დეივ ჰალსი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ფატალურ გასროლამდე მსახიობ ალეკ ბოლდუინს იარაღი მიაწოდა და უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო.

ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ დეივ ჰალსის მიმართ, 2019 წელს გადასაღებ მოედანზე საჩივრები, მის ქცევასა და უსაფრთხოებას შეეხებოდა. CNN-ს ინფორმაცია იმ ადამიანებმა მიაწოდეს, რომლებიც ჰალსთან თანამშრომლობდნენ.

დირექტორის თანაშემწე დეივ ჰალსის წინააღმდეგ საჩივრები მოიცავს იარაღისა და პიროტექნიკის გამოყენების უსაფრთხოების პროტოკოლების უგულებელყოფას, გადაკეტილ ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებსა და გასასვლელებს და არასათანადო სექსუალური ქცევის შემთხვევებს სამუშაო ადგილზე.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს ფილმ Rust-ის გადაღების დროს გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

ამავე თემაზე:

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი