მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას - შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა

გამოქვეყნდა:

მე ვემსახურები საქართველოს და არა რომელიმე პარტიას - შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. განცხადება იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს და სოლიდარობას უცხადებს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.

პოლიცია ყოფილი ძალოვანის სახლში გვიან ღამით სახლში შევიდა, გაჩხრიკა და რაფავა დააკავა. ისინი ამტკიცებენ, რომ ამოიღეს იარაღი, რასაც არც რაფავას ოჯახი და არც მისი თანამებრძოლები იზიარებენ. მათი თქმით, პოლიციელებმა იარაღი ბინაში თავადვე ჩადეს. მიზეზად რაფავას პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ.

იმავე დღეს გაჩხრიკეს ზუგდიდში, რუსლან შამახიას სახლი, ხოლო თბილისში ასევე იარაღის ტარების ბრალდებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

ყველა შემთხვევაში, ოჯახის წევრები და დაკავებულების კოლეგები, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

ძალოვანების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კი პოლიციელების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. შსს-ს პოლიციელები ყოველდღიურად ტოვებენ. მხოლოდ დღეს, უწყების დატოვების შესახებ ანთიას გარდა, ორმა სამართალდამცველმა გააკეთა განცხადება:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი