მობილიზება შიდა ქართლში - "ოცნება" თბილისში დაგეგმილ აქციაზე ჩამოსაყვანად საჯარო მოხელეებს ამზადებს

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის რეგიონის ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში, ხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროზე ადრე დაასრულებს. მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული აქციაა. მმართველ პარტიას მიკროავტობუსების გამოყენება თბილისში მოქალაქეების ჩამოსაყვანად სურს.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გეგმის მიხედვით, აქციაზე უნდა იყვნენ საჯარო სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები, თუმცა მათმა ნაწილმა აქციაზე წასვლაზე უარი თქვა.

მათივე ცნობით, "ქართულ ოცნების" მხარდამჭერების უმრავლესობა საჯარო მოხელეები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე პირები არიან.

"მობილიზებული ჰყავთ როგორც საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, მასწავლებლები, ისე მათი ახლობლები. ხაზის სამარშუტო ტაქსები მოხსნეს და უფასოდ ემსახურებიან. ძალიან ბევრმა პედაგოგმა უთხრა უარი ამ უკანონო დავალებაზე. ისინი არიან პრინციპულად თავიანთ პოზიციაზე და არ სურთ ასე დაშინებით, მოსყიდვით შეასრულონ უკანონო დავალებები", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიამ სეხნიაშვილი.

იმას, რომ ხელისუფლებას სრულ მობილიზებას აცხადებს რეგიონში, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ უარყოფენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ქარელის მერობის კანდიდატმა, ზაზა გულიაშვილმა. ის ამბობს, რომ ხვალ ძალიან ბევრ ადამიანს წაიყვანენ ქარელიდან, თუმცა დაშინებისა და ძალდატანების ფაქტებს უარყოფს. 

"ხვალინდელ აქციაზე მე პირადად მივდივარ, ვეპატიჟები სუ ყველას,თქვენც გეპატიჟებით ვისაც ქვეყანა გიყვართ, ვისაც სამშობლო გიყვართ ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალინდელ აქციაზე", - თქვა გულიაშვილმა.

მმართველმა გუნდმა აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე დააანონსა. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს უპასუხოდ დატოვეს მედიის კითხვა - რატომ ახდენს მმართველი გუნდი ძალის დემონსტრირებას.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი