"ქართული ოცნების" თაღლითური სქემა | როგორ ფინანსდება პარტია ყოველთვიურად 60 მილიონი დოლარით

გამოქვეყნდა:

შავი ფული "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. "მთავარმა არხმა" დაადგინა ის კომპანიები, რომლებიც თაღლითური სქემით ითვისებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალს და ეს ფული "ოცნების" შავ ყულაბაში აკუმულირდება. საუბარია 60 მილიონ დოლარზე, საიდანაც პარტიის წევრები ფინანსდებიან.

უკანონო ბიზნესი საქართველოში უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს სახელისუფლებო ვერტიკალის მფარველობით და წილებსაც ოცნების გავლენიანი ლიდერები ინაწილებენ. ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ვინც ხელისუფლები პირველი პირების უკანონო შემოსავალს აკონტროლებს, ყოფილი მთავარი პროკურორი და ივანიშვილთან დაახლოებული ოთარ ფარცხლაძეა. საქმეში მთავარი ფიგურა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, პირამიდის მწვერვალში კი ოლიგარქი ივანიშვილი იმყოფება. 

სქემასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დაბალი რგოლი ქოლცენტრებია, სადაც, როგორც წესი, სტუდენტები არიან დასაქმებული, რომლებიც უცხოელებს ურეკავენ და მოტყუებით და სხვადასხვა დაპირებებით ფულს თავიანთ ანგარიშებზე არიცხვინებენ. 

ეს სქემა ვერაფრით ვერ იმუშავებს თუ არ არის ხელისუფლების მფარველობის ქვეშ... ეს არის ქვედა საფეხური, სადაც კეთდება ფული. შემდეგი საფეხურია "ქართული ოცნებიდან" ორი ადამიანი - აკაკი დავითულიანი და დავით ბილანიშვილი. ეს ორი ყველაზე მსხვილი მაკონტროლებელია, რომელიც ხელისუფლების სახით "კრიშავს" ამ ორგანიზაციებს და ფულის აკრეფაც ხდება ამ ადამიანების მიერ, ძირითადად ნაღდ ფულზეა საუბარი... ახლა ავიდეთ კიდევ უფრო ზემოთ - ოთხი სახელისუფლებო ფრთაა ამ მიმართულებით და მათ შორის ძალიან მძაფრი კონკურენციაცაა, გარჩევებიც და ფულის გადანაწილებებიც. ეს ოთხი ფრთა ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია და გაყოფილია ბალანსისთვის და ურთიერთკონტროლისთვის. ესენი არიან - "ქართუ ჯგუფი", პირველი ფრთა და ყველაზე ფართო ჯგუფი, იდეოლოგები, კახი კალაძე და ბიზნესის მაკონტროლებლები..., - ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, "ქართუ ჯგუფის" შემადგენლობაში ლილუაშვილი, გომელაური და ღარიბაშვილი შედიან, იდეოლოგების ჯგუფში კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი და ვოლსკი, კახა კალაძეს საკუთარი ჯგუფი აქვს და განყენებულადაა წარმოდგენილი, ბიზნესის მაკონტროლებლების ჯგუფში კი მამაცაშვილი, შოთაძე და ფარცხალაძე არიან.

ამ სქემის სათავეში კი ნიკა გვარამიას თქმით, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მასთან მიაქვთ ეს  ფული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი