ჩვენი გამარჯვებისთანავე, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები აღარ დადგებიან - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში ამბობს, რომ მისი კოალიციური გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ახალგაზრდები კარისკაცებად და დარაჯებად აღარ დადგებიან.

"ჩვენი გამარჯვებისთანავე, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები აღარ დადგებიან... მოდულის შენობებთან ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს ნამდვილად არ დავუყენებთ ამ ხელისუფლებას და არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსად დარაჯებად. კორუფციის წყაროა ეს" - ამბობს მელია.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი