ხმაური 119-ე სკოლასთან - დირექტორი, რომელიც "ოცნების" აქციაზე არ მივიდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის 119-ე სკოლის დირექტორი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მისი დის შვილის, თენგიზ გიორგაძის "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა და "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე არმისვლა გახდა.

სასწავლო დაწესებულებას ის ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა დაკავებული თანამდებობიდან სწორედ გუშინ გაათავისუფლეს.

უკვე ყოფილი დირექტორი დარწმუნებულია, რომ უფლებამოსილება მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყვიტეს და ისეთი ხელმძღვანელი დანიშნეს, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერია.

"ერთი წლის წინ მოხსნეს დირექტორი ამ სკოლის. როდესაც ვიკითხეთ რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა - რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას და მაქვს კითხვა - რატომ. მე გახლავართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატის, თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი არის გულმხურვალე მხარდამჭერი "ოცნების". სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული", - თქვა თეა ბრეგვაძემ.

მომხდარის გამო მასწავლებლები და მშობლები ამ წუთებში სკოლასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი