"ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა" | მიხეილ სააკაშვილის განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად შეუზღუდეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ოთახში, სადაც ადვოკატებს ხვდება, შუშის კედელი ამოაშენეს, რათა დოკუმენტების გაცვლა ვეღარ შეძლონ.

დაწესებული შეზღუდვების გამო, მესამე პრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე კატეგორიულ უარს ამბობს და აღნიშნავს, რომ პროტესტს ამ ფორმით იქამდე გააგრძელებს, სანამ უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის საშუალებას არ მისცემენ.

"დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.

სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 28 დღეა, შიმშილობს. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყავანა აუცილებელია, თუმცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელსაც მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი