Facebook-ის ახალი სახელწოდება Meta იქნება. კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა და მეტავერსს უკავშირდება.
ვგეგმავთ, მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავერსულ კომპანიად გარდავისახოთ, - თქვა ცუკერბერგმა.
სოციალურ ქსელში უკვე შეიცვალა Facebook-ის გვერდის სახელწოდებაც და მას Meta დაერქვა.
ცნობილია, რომ ცვლილება მხოლოდ Facebook-ს შეეხება და არა სხვა სოციალურ ქსელებს, მათ შორის
Instagram-ის, Facebook-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის სახელები არ შეიცვლება.