რეაგირების გარეშე დარჩენილი მოსყიდვის ფაქტები - ხობის სოფელ საჯიჯაოში მე-15 და მე-16-საუბნო საარჩევნო უბნებთან ფულს მოქმედი მერი დავით ბუკია არიგებდა.
არსებობს ვიდეომტკიცებულება - მასალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის მერობის კანდიდატმა გაავრცელა.
"ზუსტად ვიცოდით, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში არიგებდნენ საკმაოდ დიდ თანხებს. გვქონდა ინფორმაცია, რომ უშუალოდ ბუკია არიგებდა ამ თანხებს და აი, რეალური ფაქტებიც გვაქვს. ხობში ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა იმისათვის, რომ ამ არჩევნებში რაღაც შედეგი დაედოთ. მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. მე ნამდვილად არავინ დამკავშირებია, არც გამოკითხვაზე დავუბარებივარ",- ამბობს ბესო შენგელია, ხობის მერობის კანდიდატი ენმ-დან.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონიათ.