"ოცნების" წარმომადგენელი ინგა არჩევნების გაყალბებას მაძალებდა - კომისიის წევრი ალაპარაკდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ქუთაისის 90-ე კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე ყვება რა გაყალბების სქემა ჰქონდა პარტიას არჩევნების მეორე ტურზე.

მან ამ თემაზე"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ისაუბრა და მოყვა როგორ ცდილობდნენ პარტიის წარმომადგენლები პოლიციის დახმარებით მის მოტაცებას რათა ინფორმაცია არ გაესაჯაროებინა.

"ვიყავი საოლქო უბნიდან, 90-ე უბანზე, ვიყავი კომისიის წევრი. ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები. მაძალებდა ქალბატონი ინგა, "ოცნების" წარმომადგენელი. დამირეკა, რომ ვინმე შემოვა, გაატარეო. არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ისეთი, სრულიად არცერთი არ ემთხვეოდა მონაცემებს, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა, დანარჩენი არაფერი - სხვა ადამიანი, სხვა პირადობით. არ მოვაწერინე ხელი, გავუშვი ორივე. 

მერე დამირეკეს ისევ - რას ჰქვია არ გაატარეო?! უნდა გაგეტარებინაო და შეასრულეო. ასე გავუშვი სხვა პიროვნებებიც და ვეცადე ყველანაირად წესრიგად, იმიტომ რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ხელს მოვაწერდი თუ ბეჭედს დავარტყამდი, ვეცადე არცერთი ბიულეტენი გამეშვა ისე, რომ გამეყალბებინა. სრულიად ყველას ვიღებდი სამართლიანად, პირბადეს ვუწევდი, სახეზე ვაკვირდებოდი, ყველა პირადობას ვამოწმებდი", - ყვება იზა ჩირგაძე. 

მისივე თქმით, არაფერი უკანონო არ ჩაუდენია. იზა ჩირგაძე ყვება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს გუშინ ესაუბრა და უთხრა, რომ მასზე ზეწოლას და ძალადობას ჰქონდა ადგილი, რის გამოც დახმარება სთხოვა.

"მირეკავდნენ ქართული ოცნებიდან წარმომადგენლები მოგაკითხავთო, სად ხართო. დარწმუნებული ვიყავი 2-3 პიროვნება მაინც იქნებოდა, ვეცადე ყველანაირად "გრანდ მოლში" შემეფარებინა თავი. სანამ მოვიდოდნენ მაიკოს შევეხმიანე, დამეტაკნენ, უნდოდათ გამოვეძალე და წამოვეყვანე", - თქვა მან. 

მისივე განცხადებით, არჩევნებზე ჰქონდა სია ვინ იყო "ოცნების" წევრი. მისივე განცხადებით, სახლშიც მიაკითხეს და საფრთხე მის ოჯახსაც ემუქრება. იზა ჩირგაძე ყვება, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მის დასაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი და საფრთხეში იყო, ითხოვდნენ მისი ქმრის ნომერსაც.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი