ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა თბილისში | დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

შემთხვევა 31 ოქტომბერს მოხდა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს კი სხეულზე დაზიანება მიაყენა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დანაშაული 7-15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი