"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი, რომელიც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დააკავეს, სავარაუდოდ, იმერეთის სამხარეო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
კლდიაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
როგორც ცნობილია, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ "ქართული ოცნების" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდათ. ამ საკითხზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა იმედა კლდიაშვილის ინფორმაციით, ამ პირსა და მის ოჯახზე სუს-მა ზეწოლა განახორციელა, ამიტომ კომისიის წევრი მისიის წარმომადგენლებს არ შეხვდა.
სწორედ ამან გამოიწვია ვიცე-მერობის კანდიდატის პროტესტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.
ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.