არეულობა აშშ-ში - საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

გამოქვეყნდა:

არეულობა აშშ-ში - სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა. პრეზიდენტი შტატების გუბერნატორებს ეროვნული გვარდიის გამოძახებისკენ მოუწოდებდა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებით იმუქრებოდა.

დღეს საღამოს  ვაშინგტონში კომენდანტის საათის გახანგრძლივებას ელოდებიან. "სიენენის" ცნობით, ქალაქში უკვე გადაადგილდებიან სამხედრო მანქანები, რომლებიც  თეთრი სახლის სიახლოვეს, პენსილვანიის ავენიუზეც შენიშნეს. ვაშინგტონში გაგზავნიან სამხედრო პოლიციის ბატალიონსაც, რომელიც  სამართალდამცველებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში დაეხმარება.

ამერიკაში არეულობის მიზეზი  პოლიციის მიერ დაკავების დროს აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა, რასაც სხვადასხვა შტატში საპროტესტო აქციები  მოჰყვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი