რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილეების ნაწილი ავტოკოლონით ჩავიდა.
მომდევნო დღეებში ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება.
პარალელურად, აქციისთვის ემზადებიან ზუგდიდში, რომელიც 20 საათზე დაიწყება.
უკვე 34 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.