ანალიზების მაჩვენებელი შემაშფოთებელია, პენიტენციური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას - ბასილაია

გამოქვეყნდა:

ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მაჩვენებელი არის უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსის და წნევის კონტროლი დღითი დღე რთულდება - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, დღეს მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააკეთა.

ბასილაიას თქმით, ამ ფონზე, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა

"გუშინ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო- პულმონოლოგსა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში" ამბობს ბასილაია.

მისივე თქმით, კონსილიუმის ვიზიტები, მიხეილ სააკაშვილის საგანგაშო მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს და საჭიროა დაუყოვნებლივ, მისი ჰოსპიტალიზაცია.

ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 20 კილოგრამამდე, ანუ მისი წონის 10%-მდე აქვს დაკარგული.

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 35-ე დღეა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი