სალხინოს მონასტერში ხმაურია - მრევლის ინფორმაციით, დაკავებულია 5 სასულიერო პირი

გამოქვეყნდა:

სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია. ადგილობრივი მრევლის ინფორმაციით, პოლიციამ 5 სასულიერო პირი დააკავა. მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სასულიერო პირებს წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს და ტაძრიდან გამოაგდეს.

მათივე ცნობით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ადგილზე დილით ჩოხოსნებთან ერთად მივიდა. იგი შეთანხმებული იყო, რომ ადგილობრივ ბერებთან ერთად უნდა ჩაეტარებინა წირვა, თუმცა ტაძარში შესვლის შემდეგ, ბერებს ეკლესია დაატოვებინეს. საუბარია იმ სასულიერო პირებზე, რომლებსაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აქვთ შეჩერებული.

სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი