თბილისში 27 წლის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. შემთხვევა 5 ნოემბერს, გვიან ღამით, თემქაზე მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის დროს ქალი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მამაკაცისთვის დახმარების გაწევა მოხერხდა. ქალის გადარჩენა კი შეუძლებელი გახდა.
რამდენად დაცული იყო უსაფრთხოების ზომები, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.
ავტორი: ია გულიაშვილი