"ფანერა ჰქონდა გადაფარებული, რამდენიმე საათის დაბადებული იყო" - საზარელი შემთხვევა გლდანულაში

გამოქვეყნდა:

საზარელი შემთხვევა თბილისში - გლდანულაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს. 

გარდაცვლილი ახალდაბადებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს თვითმხილველები და ასევე 17 წლის გოგო, რომელიც ეჭვმიტანილად მიიჩნიეს , თუმცა სავარაუდოდ, მისი ბრალეულობა გამოირიცხა.

დავინახე ბავშვი დაგდებული, ზემოდან ფანერა ეფარა, იქნებოდა საათების დაბადებული ბავშვი, ჭიპლარიც ზედ ჰქონდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გოგონა არის კავშირში, - ამბობს თვითმხილველი ბესო ტოგონიძე. 

გამოძიება 112 -ე დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, არის თუ სავარაუდო დამნაშავე დაკავებული.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი