სპეცოპერაცია ბათუმში - ცხრა დაკავებული, შესაძლოა, ტერორიზმის მუხლით გაასამართლონ

გამოქვეყნდა:

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის  ბრალდებით დაკავებული უცხოეთის 9 მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე  სასამართლო დღეს იმსჯელებს.სავარაუდოდ პროკურატურა  ბრალს გადააკვალიფიცირებს და არ არის გამორიცხული დაკავებულები   ტერორიზმის მუხლით გაასამართლონ. 

როგორც ცნობილია, ცხრავე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, სხვა დეტალებზე არც ბრალდების მხარე და არც ადვოკატები არ საუბრობენ.

ბრალდებულებს უკვე შეხვდნენ უფლებადამცველები თუმცა, მათ გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და საქმის დეტალებზე საუბარი აუკრძალეს. უცხოელები დაახლოებით 3 თვის წინ საქართველოში თურქეთიდან უკანონოდ შემოვიდნენ და ამ დროის განმავლობაში ბათუმში ნაქირავებ სახლებში ცხოვრობდნენ. 

2 დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ  მათი საცხოვრებელი სახლებიდან სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი