ამას განვიხილავ,როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას - დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავით ქაცარავა სუს-ში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დეტალები არ უთხრეს. 

ქაცარავა ფიქრობს რომ სახელმწიფო  აქტიურობის გამო  ზეწოლას და მის შეშინებას ცდილობს. ხვალ ქაცარავა სუსში სასამართლოდან წავა, სადაც მისი ბრალდების  საქმეზე მომდევნო სხდომა არის ჩანიშნული.

უცნაურია ამ თემაზე დაბარება. მე ამას განვიხილავ, როგორც ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას, თუმცა ბუნებრივია მივალ და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. მით უმეტეს გარეჯი არის თემა, რომელიც დიდ ყურადღებას საჭიროებს საზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს ქაცარავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი