ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილიან კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვა

გამოქვეყნდა:

ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილიან კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვა. 

ამის შესახებ წერია დასკვნაში, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამედიცინო კონსილიუმმა მიიღო. 

პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად. სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკოლური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ, კტ, კათეტერიზაციის ლაბორატორია). ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია, - წერია დასკვნაში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ:

  1. ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;
  2. კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;
  3. პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;
  4. ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (სატელეფონო);
  5. ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (სატელეფონო).

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი