მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია  გადაყვანილი - განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაახლოებით 1 საათის წინ გამოჩნდა. ზუსტად საათზე მეტი დროის მანძილზე უცნობი იყო მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი