იუსტიციის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
სუს-თან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. პოლიციამ ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, მათ შორის გოგა ონიანი და ბადრი შუბლაძე. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება მათი დაკავება.
"ნადირობა გამოაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებზე. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს დასდევდნენ, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია გააჩნიათ“, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები იქნება უწყვეტი და ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუქმნიან დისკომფორტს. პროტესტის მონაწილეები პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ასევე, აპროტესტებენ არჩევნების "მიტაცებას".