გახარია თანამდებობას ტოვებს - გადამდგარ პრემიერთა რაოდენობა "ქართულ ოცნებაში" სარეკორდო რაოდენობას აღწევს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - პრემიერის თანამდებობიდან მისი წასვლა ივანიშვილის კარზე რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი. ჩვენი ინფორმაციით, გახარიამ  გადაწყვეტილებას ფორმალურად უახლოეს საათებში აღასრულებს.

უმრავლესობა ჯერჯერობით ამტკიცებს, რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა  ქართული ოცნების კულუარებში უკვე კარგად იციან, რომ გახარიას წასვლა უახლოესი მომავლის საკითხია. 

ყოველი არჩევნების წინ არის ამორჩეული რომელიმე პიროვნება, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს იხილება პარლამენტში და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზეა საუბარი, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი

გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზად, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გუშინ შემდგარი დაძაბული მოლაპარაკება იყო ახლანდელ პრემიერსა და ქვეყნის არაფორმალური მმართველს ბიძინა ივანიშვილს შორის. ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გავრილოვის ღამის "გმირი
 ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.

როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლა 20 ივნისის თარიღის მოახლოებას უკავშირდება. 

ქართულ ოცნებაში, ისეთი არასტაბილური პოსტი, როგორიც პრემიერობაა, არ არსებობს. პარტიის რიგებში გადამდგარ პრემიერთა რიცხვი რეკორდულ რაოდენობას აღწევს, ამიტომ ოპოზიციისთვის ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის. 

მიჭირს, ან დაგიდასტუროთ ან უარვყო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, იმის გამო, რომ ყველაზე არასტაბილური პოზიცია ქართული ოცნების ხელისულებაში არის პრემიერ მინისტრის პოსტი, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, როდესაც ქართული ოცნება კოსმეტიკური ცვლილებებისთვის ემზადება, გამორიცხული არაფერია.

მე ვიცი, რომ იგი დიდი ხანია გადაყენებულია, უბრალოდ, კოვიდ ვირუსმა შეუწყო ხელი მის ფორმალურად ყოფნას თანამდებობაზე, - ამბობს "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე.  

კობერიძის მოსაზრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ მინისტრის პოზიციაზე.  

ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არც მთავრობის კანცელარიაში ადასტურებენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი