იგეგმებოდა ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით გზების ბლოკირება - პენიტენციურის მიზეზები

გამოქვეყნდა:

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება იგეგმებოდა. უწყება ამტკიცებს, რომ ამისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი მანქანების გამოყენებას აპირებდნენ.

უწყების მტკიცებით, იგივე შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირებისასაც მოხდეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა",- წერია უწყების განცხადებაში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41 დღეა შიმშილობს. დღეს მისი სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატებისა და თავად მესამე პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი