კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით პროტესტი გრძელდება.
რამდენიმე წუთის წინ აქციის ოთხმა მონაწილემ პირი ამოიკერა. ისინი ამ ფორმით ხელისუფლების, კერძოდ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ლავასოღლის ოჯახის წევრების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ითხოვენ, რომ კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადირება მოხდეს.
ამავე მოთხოვნით კარვებია გაშლილი ბათუმის იუსტიციის სახლთანაც, სადაც 15 ბათუმელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ ბათუმის ახალ ბულვარში. სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ.
იუსტიციის მინისტრმა არ იკადრა და ნახეთ, ამდენ ხანს პასუხი არ გასცა, რომლებიც ბათუმში ამდენი დღეა პროტესტს ატარებენ. ჩვენ დღეს გვქონდა დაგეგმილი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკეტვა, მაგრამ ოჯახის თხოვნით, კიდევ ერთხელ, ერთ დღეს ვაძლევთ. სამაგიეროდ, ოთხმა პიროვნებამ პირი ამოიკერა. ახლა ვაკეთებთ მსვლელობას და მოვბრუნდებით ისევ უკან, პროტესტი გრძელდება!, - ამბობს ადვოკატი თამაზ ბაკურიძე.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.