საზღვრის უკანონო გადმოკვეთის გამო დაკავებულ თურქეთის მოქალაქეები სასამართლომ პატიმრობში დატოვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათი დაკავებისას ამოღებულ იარაღზე დანიშნულია ექსპერტიზა, თუმცა ჯერჯერობით ვერ დგინდება, ვის ეკუთვნის ეს იარაღი. შესაბამისად, მათ ბრალი ჯერჯერობით მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთის გამო აქვთ წარდგენილი.

ბრალდებულების ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული, თუმცა დღევანდელი პროცესის შედეგად გაირკვა, რომ ერთერთი დაკავებული საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. ამ დაკავებულის ადვოკატი ელდარ გვალია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავშესაფრის მოთხოვნის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. 

ერთერთ დაკავებულის ადვოკატი, რომელსაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლის სახლში ცხოვრობდა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ იმალებოდა, საწინააღმდეგო შემთხვევაში ქირავნობის კონტრაქტს საკუთარი სახელით ხელს არ მოაწერდა. 

ადვოკატი მაია სილაგაძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება სასაზღვრო კონტროლის გვერდით ავლით შემოვიდა საქართველოში.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი