ხელისუფლების აგონიის მონუმენტი თბილისის ცენტრში - პარლამენტთან რკინის ჯებირების აღმართვა „სირცხვილიამ“ გააპროტესტა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების აგონიის მონუმენტი თბილისის ცენტრში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ჯებირების აღმართვა მოძრაობა „სირცხვილიამ“ გააპროტესტა. სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართულ მწვანე ფარდაზე საპროტესტო წარწერები დატოვეს და ხელისუფლებას ჯებირების აღებისკენ მოუწოდეს.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ არსებობს. მათი თქმით, ხელისუფლებამ  ტერიტორიის ოკუპაცია  მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამ გზით საპროტესტო აქციები შეეწყვიტა.

„ აღმოჩნდა, რომ არანაირი კონკრეტული ხელშეკრულება არ არსებობს, რომ აი, აქ შეიძლება მშენებლობა. ის ხელშეკრულება, რომელიც არსებობს, იქ არ არის მითითებული, რომ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს რეაბილიტაცია. ეს არის შიში კახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის, რომ არ გაგრძელდეს პროტესტი, მაგრამ ამით და აი, ამ ღობით ვერანაირ პროტესტს ვერ შეაჩერებენ და აქ აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი და სწორედ აი, ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არის ამის გამოხატულება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ უნდა იცოდეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი უკანონოდ გვებრძვიან, ჩვენ არ დავიხევთ უკან და სანამ ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობა არ დასრულდება ამ ქვეყანაში გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა.

პროტესტი შეწყვეტას არ აპირებს არც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და ეს კედელიც სწორედ ამის გამოხატულებაა.

„ ეს არის იმის ფაქტი, რომ მაჩალიკაშვილს, რომ არ ჰქონდეს აქ იმის პროტესტი, არ მოითხოვოს მან ის სამართალი, რომელსაც ითხოვდა 800 დღე-ღამის განმავლობაში პირდაპირ აქ, ამ ადგილას, კარავი იქნება, ბანერი იქნება, ბანერის გარეშე, თუ კარვის გარეშე მე დღემდე ვითხოვ და დღემდე ვრჩები აქ. ნათქვამია, შიში აღმართს ხნავსო, აი, ზუსტად ეს არის ეს კედელი. ეს გაკეთდა შიშის გამო. ამათ იციან, როგორ არ იციან, მთელმა ამერიკამ და მთელმა ევროპამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, მაგრამ იმედი მაინც ბოლოს კვდება. აი, ამ იმედის ნაპერწკალს იტოვებენ, რომ რამენაირად, მოდით ეს პროტესტი მაინც შევაჩეროთ, აი, ამას გადავურჩეთ. მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი, იმ ადამიანებთან ერად ვინც მას უდგას გვერდით და ვინც არის მისი მხარდამჭერი, სი პროტესტი არ შეჩერდება. ამ პროტესტს დღევანდელი „ქართული ოცნება“ გადაყვება, ამის გარანტიას ვაძლევ მთელ ქვეყანას,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხელისუფლების შიშსა და აგონიაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

„ ეს არის, პრინციპში, ზუსტი სიმბოლო, აი, იმ პირველი ჯებირებისა არ იყოს, იმისი, რამხელა უფსკრულია ივანიშვილის და მისი კლოუნების ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამიტომ, სიმბოლური ამბავია ეს. რაც შეეხება მშვიდობიან აქციებს, ჩატარდება რუსთაველის პროსპექტზე. თუ უნდათ კიდევ უფრო შემოღობონ, ერთი ღობეც დაარტყან, რომ ორი ჯებირი ჰქონდეთ, როგორც შუა საუკუნეებში იყო ... აგონიის ნიშანია კიდევ ერთი...“- განაცხადა ბოკერიამ.

ამავე აზრს იზიარებს ელენე ხოშტარიაც.

სასცილოა ხელისუფლება, რომელიც ხან რკინის ღობეს, ხან მწვანე ღობეს, ხან ზვიგენებს იგონებს იმისთვის, რომ ოღონდ აქ ხალხი არ შეიკრიბოს,“- განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე მაინც გაიმართება.

„ეს არის რაღაცა მცდელობა ამ უგუნური ხელისუფლების მხრიდან, რომ იქ საპროტესტო აქციები აღარ გაიმართოს. არ ვიცი, ბავშვები ჰყავთ ეტყობა მრჩევლებად. რაც ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები რუსთაველზე, თუ საჭირო იქნება მაინც გაიმართება, უბრალოდ ეს გამოიწვევს იმას, რომ რუსთაველი გადაიკეტება,“- განაცხადა  ჯაფარიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი