ოპოზიციის აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის მობილიზება დაიწყო. ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ ყვითელი ავტობუსები და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა.
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ფეხით ამ წუთებში სწორედ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ მიდიან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისში დროებით საავტომობილო მოძრაობა იზღუდება, იგივე მოხდა "ნამახვანჰესის" აქციის დროსაც, თუმცა ამ შემთხვევაში სპეცრაზმი არ გამოუყვანიათ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციამ წინასწარ იცოდა ოპოზიციის გეგმა, თუმცა მოქალაქეებისთვის ალტერნატიული მარშრუტი არ შეუთავაზებია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში და ჩატარდეს ქვეყანაში რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.
ამავე თემაზე: