ყოველ საღამოს აქვს კრიზი,  თუ ამ ვითარებაში დარჩება, ყოველი მომდევნო დღე იქნება უარესი - ეკა ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებულია და მას დღეს მაღალი წნევა დაუფიქსირდა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, თუ ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში დარჩება, შიმშილობის ყოველი მომდევნო დღე უარესი იქნება.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდება ამ პირობებეში, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ უკვე იწყება 48-ე დღე მისი შიმშილობიდან და თუკი ის ამ ვითარებაში დარჩება გლდანის ციხეში, ყოველი მომდევნიო დღე შიმშილობის იქნება უარესი და უარესი.

დღეს მე შევასწარი მის კრიზსს, რომელსაც დაესწრო ექიმმიც, ის იყო შეშფოთებული იმიტომ რომ 170/110-ზე დაუფიქსირდა მიხეილ სააკაშილს წნევა და რაც მთავარია, ამას თავად ვერ გრძნობს იმიტომ რომ ჩვეულებრივ ნორმად იქცა, რომ ყოველ დღე უნდა ჰქონდეს მაღალი წნევა[...]

მისთვის საგანგაშოა, მისი კარგად ყოფნის შემთხვევაში წნევა გახლავთ, 120/80-ზე და თავისთავად ეს იყო კრიზი. ასეთი იყო გუშინდელი, გუშინწინდელი და იმისწინანდელი დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვითარება, როცა ადამიანს ყოველ საღამოს აქვს ასეთი მაღალი წნევა და მას ყოველ საღამოს აქვს კრიზი, ის აუცილებლად საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას"- თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის,სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი