მოსხლეტით წაიქცა, გადააწვინეს საკაცეზე, ძალიან მძიმედ იყო - ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა- ამის შესახებ განცხადება ბექა ბასილაიამ რამდენიმე წუთის წინ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა:

"მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხევდრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე, თვალები ჰქონდა...გადააწვინეს საკაცეზე.

იყო ძალიან მძიმედ, როდესაც ჩვენ გვხვდებოდა...10 წუთია რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები...ხელით გავუხსენით თვალები" ამბობს ბასილაია.

მძიმე იყო თავად ბექა ბასილაიას ემოციური მდგომარეობაც, რის გამოც მან მეტი დეტალის შესახებ ვეღარ ისაუბრა.

ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში მესამე პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია იმყოფება. დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 49-ე დღეა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი