მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების ესკორტი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ამ წუთებში შევიდა.

გორის ჰოსპიტალთან იმყოფება მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი. ადგილზე იმყოფება პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გადაყვანისთანავე".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი