ყაჩაღობა ვარკეთილში - ტექნიკის მაღაზიიდან თანხა წაიღეს

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ ღამეს ტექნიკის მაღაზია დააყაჩაღეს. არსებული იფნორმაციით, თავდამსხმელი პირბადითა და დანით იყო შეიარღებული. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოასწრო.

ცნობილია, რომ წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა არ კონკრეტდება. დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი მამაკაცი, რომელსაც დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული.  შსს-მ მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი