პასუხისმგებელი "ოცნებაა", აგრესიაზე არიან გადასულები - ენმ ბათუმში ოფისის შუშების ჩამსხვრევაზე 

გამოქვეყნდა:

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ქვა ესროლეს, ჩამსხვრეულია შუშები. შემთხვევა გუშინ ღამით მოდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.

"მოვედით ოფისში და დაგვხვდა მინები ჩამსხვრეული, ჩვენ გამოვიძახეთ რა თქმა უნდა საპატრულო პოლიცია [...] რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, გადასულია უკვე აგრესიაზე და დღევანდელი ვანდალური ფაქტიც მაგის მაგალითია", - თქვა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრმა, ლაშა კილაბერიამ. 

ოფისის მიმდებარედ სათვალთვალო კამერებია, ახლოსაა უმაღლესი საბჭოს შენობაც, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" დანაშაულის გახსნისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ობიექტური გამოძიების წარმოების მოლოდინი არ აქვთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი