უმუშევრობა და სიღარიბე შევამცირეთ, გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა - დავითაშვილი

გამოქვეყნდა:

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რეფორმა ჩაატარა და ქვეყანაში უმუშევრობა, მათ შორის სიღარიბის დონე შეამცირა. ასე გამოეხმაურა ის პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ "მოქალაქეები შრომას უნდა შევაჩვიოთ" და სოციალური პოლიტიკა შესაცვლელია.

"ჩვენ შემოვიღეთ მათ შორის სოციალური მიმართულებით რეფორმები, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაუცველი ნაწილის სოციალური უზრუნველყოფა განაპირობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი გვქონდა რეფორმა ეკონომიკის მიმართულებით, რითიც უმუშევრობა შევამცირეთ ქვეყანაში, მათ შორის სიღარიბის დონე შევამცირეთ ქვეყანაში.

ეკონომიკის ზრდა მივიღეთ ბევრი წლის განმავლობაში და წელსაც გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა", - თქვა დავითაშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი