გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ განათლების ყოფილი მინისტრი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა ლომაია მივიდა. ის ამერიკიდან სპეციალურად მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ლომაიას პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები არ გაუკეთებია.
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩამოვედი ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად, თუ ეს შესაძლებელი იქნება და ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ, მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ", - თქვა კახა ლომაიამ.
ჯერჯერობით ჰოსპიტალში შესვლას კახა ლომაიასთან ერთად ელოდება ეკა ხერხეულიძეც. მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად დაწესებულებაში ადვოკატები და სახელმწიფო კონსილიუმის წევრები შევიდნენ.