სამების ტაძარს გაზი ჩაუჭრეს

გამოქვეყნდა:

სამების ტაძარს გაზი ჩაუჭრეს - ინფორმაციას არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს. 

როგორც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, სამების საკათედრო ტაძარში გაზი დიდი დავალიანების გამო არ აქვთ.

არქიმანდრიტი მრევლს თხევადი გაზით დახმარებას სთხოვს.

"მონასტერში და ზოგადად მთელ სამების ტერიტორიაზე დიდი დავალიანების გამო ჩაგვიჭრეს გაზი. მონასტრის სატრაპეზო გადავიყვანეთ, მამაპაპურ თხევად გაზზე. რამდენიმე გაზის ბალონი გვჭირდება რომ მარაგი გვქონდეს ხოლმე. შეიძლება ვინმეს სახლში გაქვთ და არც ხმარობთ", - წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 25 მილიონი ლარით ფინანსდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი