ურთიერთშელაპარაკებისას თბილისში კაცი დაჭრეს - მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

გამოქვეყნდა:

ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში წუხელ გვიან შეყვანილი დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნასვამ პირებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი