აშშ-ს საზღვაო სამხედრო ძალების ევროპა-აფრიკის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამერიკული გამანადგურებელი სამხედრო ხომალდი, USS Arleigh Burke შავი ზღვისკენ დაიძრა.
ხომალდი მართვადი რაკეტებით არის დატვირთული
"USS Arleigh Burke-მა დაიწყო ჩრდილოეთიდან ტრანზიტი შავი ზღვის მიმართულებით, რეგიონში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის" - წერია საზღვაო სამხედრო ძალების გვერდზე.