"ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საუბრობს და განმარტავს, რომ ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ უკრაინის ან პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება გამწვავდება.
Reuters-ის ცნობით, მერკელი პოლონეთის პრემიერს შეხვდა, მიგრანტების კრიზისზე ისაუბრა და თქვა, რომ
ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის იარაღად იყენებს. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რუსეთ-უკრაინის საკითხიც იყო.
ანგელა მერკელის თქმით, რუსეთს "ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირად დაუჯდება".