მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული.

პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტი შენობაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მიხეილ სააკაშვილს მისივე სასამართლოზე დასწრების საშუალებას აძლევენ. 

ადგილზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალება მედიასაც არ ეძლევა. შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდზე უნდა იმსჯელონ.

ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგლომლობის დაყენებას აპირებენ.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი