საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა გზის ორივე მხარე გადაკეტეს.
აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობაც შეზღუდულია. პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანოს.
ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება იყო. სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს, რის შემდეგაც მათ აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლეს. პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპერი გამოიყენა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
საქალაქო სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პროცესს პირველად ესწრება. ამავე თემაზე: