მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ესკორტით გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ესკორტი, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზი დატოვა, გორში, ჰოსპიტალთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. 

მასთან ამ წუთებში ადვოკატი ნიკა გვარამია შევიდა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შესვენების შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა. 

მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან გაავრცელა Facebook-პოსტი და ვიდეოები და თქვა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნისა და არაერთი მტკიცებისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობდა და კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა, "ოცნების" ხელისუფლებამ და მისმა პრემიერმა მოსახლეობას მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს მიაწოდა.

მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ რუსთავის, შემდეგ კი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე პრეზიდენტმა იქ შიმშილობა შეწყვიტა და უკვე მეათე დღეა მკურნალობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი