28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული - წიკლაური

გამოქვეყნდა:

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა "საქართველოს უახლეს ისტორიაში ორ უმძიმეს და უსასტიკეს დანაშაულზე გამოძიებას მანიაკალური და პიარული“ უწოდა.

წიკლაური მესამე პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უპასუხა:

„28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ეს დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით და ამაზე ბრალდებული გვითითებს, რომ ეს არის პიარული და შეიწყალა მან მკვლელები, რომ დამკვეთები და დათა ახალაია და მანიაკები არ ემხილა. ეს იყო გირგვლიანის საქმე და ერთი საათი გვიწევს იმის მოსმენა, რომ ეს საქმე "პიარულია" და არ არსებობს და ჩვენ ვყოფილვართ მანიაკები, რომ 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება ჩავატარეთ. ათობით, ასობით დაზარალებული გვიყურებს, მათ აინტერესებთ მტკიცებულებების შინაარსი და არა პოლიტიკური ლოზუნგები და სანახაობის მოწყობა. ჩვენ მოგვეცით საშუალება, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ. ადვოკატების მხრიდან ხელშეშლით, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ეს მტკიცებულებები, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. ვერც ნიკა გვარამიას მუქარები და სხვა ვერ დაგვაბრკოლებს. ჩვენ უარს არ ვამბობთ მოვალეობის შესრულებაზე და ნება იბოძეთ მოუსმინეთ ამ მტკიცებულებებს" ამბობს პროკურორი წიკლაური და ამბობს, რომ "დესტრუქციული გამოსვლები და ჩვენი შეურაცხყოფა მაინც ვერ შეაჩერებს მართლმსაჯულების პროცესს".

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი