"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალ, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს.
აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტს პირველად მიეცა საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. პროცესის პარალელურად, შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომელთა მიმართაც პოლიციელების ნაწილი აგრესიულად იყო განწყობილი. ვითარება სასამართლოსთან რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში პოლიციამ ადგილზე 15 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი და პოლიტიკოსი გიგი უგულავა დააკავა.