"მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ნიღაბს ჩამოხსნის ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას" - ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილი განხილვაში მონაწილეობას ითხოვს და სასამართლოში მიყვანის შემთხვევაში სიტყვის წარმოსათქმელად ემზადება.

როგორც მისი უფლებადამცველები ამბობენ, არ არსებობს არავითარი არგუმენტი იმისათვის, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვას. 

"არცერთი არგუმენტი, რომელიც შესაძლოა რომ არსებულიყო მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს. ამიტომ, მესამე პრეზიდენტი უნდა მოიყვანონ სასამართლო პროცესზე. მასაც დიდი სურვილი აქვს ამის და ამასვე მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს. ეს პროცესი იქნება სარკე და ლაკმუსის ქაღალდი, სადაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, როგორი პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ და სადაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა ნიღაბს ჩამოხსნის ძალიან ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდება მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი